01:21 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 16:48:41, 1788 ნახვა

საზოგადოება
2018 წელს ნაძალადევის რაიონში კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 18 მისამართზეა დაგეგმილი

მიმდინარე წლის ბიუჯეტში, ნაძალადევის რაიონის მასშტაბით, გზის დამჭერი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 18 მისამართზეა გათვალისწინებული.

მერიის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ საყრდენი კედლების მშენებლობა მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისთვის ხდება, 2018 წელს აღნიშნული მიმართულება გამგეობისთვის პრიორიტეტული იქნება.

„2017 წელს, ნაძალადევის რაიონში 14 გზის დამჭერი საყრდენი კედელი უკვე მოეწყო. ერთ-ერთი პროექტი ზვარეთის ქუჩაზე (#36) განხორციელდა, სადაც ძველი, დაზიანებული ბეტონის ფრაგმენტების გატანა მოხდა და ახალი 23 მ სიგრძის კედელი აშენდა.

აღნიშნულ მისამართზე შესრულებული სამუშაოების ღირებულაბამ 95 024 ლარი შეადგინა. გასული წლის განმავლობაში, 14 კედლის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში 592 192 ლარი გამოიყო“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics