01:21 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 16:33:24, 1691 ნახვა

საზოგადოება
დეკემბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 335 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის დეკემბრის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 335 ფაქტი გამოავლინეს.

სამინისტროს ინფორმაციით, აქედან, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა 149 ფაქტი, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 42 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 40 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 39 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 37 ფაქტი და ქვემო ქართლისა და აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოების ტერიტორიაზე - 28 ფაქტი.

„ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 452მ3 ხე-ტყე. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 74 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 9 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics