|
2018-01-07 17:22:43, 2417 ნახვა
საზოგადოება
საშობაო მსვლელობა დასრულდა
საშობაო მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. ალილოს მონაწილეებმა და სასულიერო პირებმა ტაძარში მაცხოვრის შობის ხატი შეაბრძანეს. ცნობისთვის, მსვლელობა დღეს ვარდების მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყო. მასში მონაწილეობა საპატრიარქოს წარმომადგენლება, სტიქაროსნებმა და მრევლმა მიიღეს. ალილოს მონაწილეებს გზადაგზა ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებოდნენ და მათ ტკბილეულობასა და სხვადასხვა საჩუქრებს გადასცემდნენ. შეგახსენებთ, საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა საქართველოში 2000 წლიდან აღდგა. ეს არის დღე როდესაც ღამისთევის შემდეგ მგალობლები დადიან ქუჩებში და მოსახლეობას ულოცავენ ქრისტეშობის დღეს. მსვლელობის დროს მახარობლები აგროვებენ იმ შემოწირულობას, რასაც ხალხი გადასცემს მათ და ეს შემოწირულობა ურიგდებათ გაჭირვებულ ადამიანებს, მიუსაფარ ბავშვებს და ასევე პატიმრებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)