00:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-07 16:48:43, 2299 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: დღევანდელი დღე სიცოცხლის, სიყვარულის და სიკეთის ზეიმია

თბილისის მერი ალილოს მსვლელობას შეუერთდა და მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.

თბილისის მერი კახა კალაძე  საშობაო ალილოს ვარდების მოედანზე შეუერთდა, მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა და შობის დღესასწაული მიულოცა.

„ყველას გილოცავთ შობის დღესასწაულს, მთელს საქართველოს,  ასევე, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ იმყოფებიან და  ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს აღნიშნავს შობას. დღევანდელი დღე სიცოცხლის, სიყვარულის და სიკეთის ზეიმია“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

ღონისძიება კოსტუმირებული წარმოდგენით მიმდინარეობს, რომელიც შობის ღამეს ასახავს. მოგვებისა და მწყემსების სამოსით შემოსილი მსვლელობის მონაწილეები შემოწირულობას ურმებზე აგროვებენ.

ალილოს მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირის, თბილისის საკრებულოს, საპატრიარქოსა და პრეზიდენტის სასახლის გავლის შემდეგ, სამების საპატრიარქო ტაძარში დასრულდება. 

ღონისძიებაში თბილისის მერთან ერთად ვიცე-მერი და მერის მოადგილეები, ასევე, თბილისის მერიის თანამშრომლები მონაწილეობენ.  

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics