00:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-07 14:46:38, 2105 ნახვა

საზოგადოება
საშობაო ალილოს პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები შეუერთდნენ

თბილისის პარლამენტის შენობის წინ საშობაო მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე შვილებთან ერთად შეუერთდა. ალილოს მონაწილეებს ასევე შეხვდნენ პარლამენტის წევრები.
მათ მსვლელობის მონაწილეებს  შობის დღესასწაული მიულოცეს და  ტკბილეული გადასცეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას,  ირაკლი კობახიძემ  საქართველოს მოსახლეობას შობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა.

 „მოგილოცავთ შობას, განსაკუთრებით ვულოცავ ბავშვებს. წელს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ შობას. შობასთან ერთად, აღვნიშნავთ პატრიარქის იუბილეს, პატრიარქის აღსაყდრების იუბილეს და გვინდა, რომ ასეთი განსაკუთრებული წელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 

 ალილო ტრადიციად 2000 წლიდან იქცა. ეს არის დღე როდესაც ღამისთევის შემდეგ მგალობლები დადიან ქუჩებში და მოსახლეობას ულოცავენ ქრისტეშობის დღეს. მსვლელობის დროს მახარობლები აგროვებენ იმ შემოწირულობას, რასაც ხალხი გადასცემს მათ და ეს შემოწირულობა ურიგდებათ გაჭირვებულ ადამიანებს, მიუსაფარ ბავშვებს და ასევე პატიმრებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics