00:17 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-06 14:34:59, 1854 ნახვა

საზოგადოება
მაჩალიკაშვილის მამა: ავსტრიაში გადაყვანა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა მზად ვართ, გავრისკოთ

პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, შვილის ავსტრიის კლინიკაში გადაყვანაზე თანახმაა.

თუმცა, როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ტრანსპორტირება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.

"დავთანხმდით ავსტრიარზე, რადგან ავსტრია მედიცინის თვალსაზრისით ძალიან ძლიერი ქვეყანაა. გადაყვანა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა მზად  ვართ, რომ გავრისკოთ", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მისი საზღვარგარეთ გადაყვანას და მკურნალობის იქ გაგრძელებას ითხოვს. კონსულტაციებს ევროპისა და თურქეთის სხვადასხვა კლინიკებთან ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ გუშინ უწყებამ გერმანიის კლინიკიდან პაციენტის მიღების თაობაზე უარი მიიღო, ხოლო ავსტრიის კლინიკამ მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა, როგორც ავსტრიის კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის მიღება იმ დრომდე ვერ მოხდება, სანამ ადგილები არ განთავისუფლდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics