|
2018-01-06 14:18:44, 1921 ნახვა
საზოგადოება
ექიმი: თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ექიმის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება. როგორც ექიმმა აღნიშნა, მაჩალიკაშვილს დღეს კვლევები ჩაუტარდა. "ზოგადად პაციენტის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, მაგრამ დღეს მცირეოდენი დადებითი ცვლილება გამოუვლინდა. დეტალებზე სამწუხაროდ ვერ ვისაუბრებ. გუშინ სარამოს იყო გარკვეული შეთანხმება ავსტრიის კლინიკასთან დაკავშირებით. მინდა დავაკონკრეტო, რომ ეს ინფომრაცია ჩვენ მოგვაწოდა ოჯახმა და ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსგან არ მიგვიღია. მინდა ვთქვა, რომ სამინისტრო რამდენიმე კლინიკასთან ერთდროულად მუშაობს. მშობლების ინფორმაციით, იქ არის ადგილის პრობლემა და როგორც კი, ადგილი განთავისუფლდება, დადგება გადაყვანის საკითხი", - განაცხადა ლურსმანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)