00:17 - 09 May, 2026
|
2018-01-05 19:33:27, 3303 ნახვა
საზოგადოება
ავსტრიის ერთ-ერთმა კლინიკამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღების მზადყოფნა გამოთქვა
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ექიმის ზაზა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ავსტრიის კლინიკა თანახმაა პაციენტი თემირლან მაჩალიკაშვილი მიიღოს. როგორც ზაზა ლურსმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, კლინიკა თანახმაა, თუმცა ამ ეტაპზე თავისუფალი ადგილები არ აქვთ. ექიმის თქმით, ავსტრიის კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია 24-საათის განმავლობაში უნდა მოაწოდოს. "ავსტრიის კლინიკამ, ვისთანაც ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებდა მოლაპარაკებას, პრინციპული თანხმობა განაცხადა პაციენტის მიღებაზე. ერთადერთ დაბრკოლებად ამ ეტაპზე რჩება ის გარემოება, რომ ამ მომენტისთვის თავისუფალი ადგილი არ არის და იმედოვნებენ, რომ სავარაუდოდ 24 საათში ადგილი გამოჩნდება და პაციენტის ტრანსპორტირების საკითხი დადგება“, - განაცხადა ექიმმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)