23:33 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-05 16:16:23, 1921 ნახვა

საზოგადოება
რუსეთის პატრიარქის წერილში, ილია მეორის სრული ტიტულიდან ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი ამოღებულია

რუსეთის პატრიარქის, კირილეს მილოცვაში, რომელიც მან გუშინ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაავრცელა, უწმინდესი სრული ტიტულით არ არის მოხსენიებული.

ჩამონათვალიდან ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტია ამოღებული და ილია მეორე მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არის მოხსენიებული.

აღსანიშნავია, რომ ასეთივე შინაარსის წერილი რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლის თავზეც გამოუგზავნა.

დაბადების დღის მილოცვის შესაბამისი განცხადება რუსეთის საპატრიარქოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

"თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს - 85 წლის იუბილეს. ხანგრძლივი მსახურების განმავლობაში თქვენ თავდაუზოგავათ ზრუნავდით ერთიანობაზე, ასევე მოუწოდებდით მრევლს სიწმინდეში ეცხოვრათ. ამ დამღალავი შრომით დაიმსახურეთ უდიდესი პატივისცემა და ავტორიტეტი მართლმადიდებლურ სამყაროში", - ნათქვამია წერილში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics