|
2018-01-05 15:19:02, 1727 ნახვა
საზოგადოება
თბილისის იუსტიციის სახლში შშმ პირების მიერ დამზადებული ნივთების საშობაო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს
თბილისის იუსტიციის სახლში დღეს იუსტიციის სამინისტროს და სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია „მშობელთა კავშირის“ ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია „სმენისა და მეტყველების დაღღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის“ ბაზაზე დაფუძნებული სოციალური საწარმოს „სხივი“ და „გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოს“ მიერ დამზადებული ნივთები, რომელთა დათვალიერება და შეძენა ნებისმიერ მსურველს თბილისის იუსტიციის სახლში შეუძლია. გამოფენა-გაყიდვა დღეს 18:00 საათამდე გაგრძელდება. იუსტიციის სახლში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთი ღონისძიება ჩატარებულა. იუსტიციის სახლი აგრძელებს ტრადიციას და საჯარო სივრცეს კიდევ ერთხელ უთმობს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობას. ღონისძიებას იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი დაესწრო. მისი განცხადებით, იუსტიციის სახლი მხარს უჭერს თანაბარ უფლებებს, მზად არის, უმასპინძლოს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ინიცირებულ პროექტებს და ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს. „მოხარულები ვართ, რომ ეს ღონისძიება სწორედ იუსტიციის სახლში იმართება. იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით იყო, არის და რჩება ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირად იმ დიდი სოციალური პასუხისმგებლობის განაწილებასა, პოპულარიზაციასა, თუ ადვოკატირებაში, რასაც შშმ პირთა საჭიროებები ჰქვია. ჩვენ ეს არაერთგზის დავადასტურეთ. მაგალითად, შარშანდელი განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტი რად ღირს პოლონეთის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანთან“ ერთად, რაც გულისხობდა იმას, რომ თბილისის ფიზიკური ინფრასტრუქტურა ახლა უკვე ადაპტირებულია და უსინათლო და მცირემხედველ ადამიანებს აბსოლუტურად დამოუკიდებლად შეუძლიათ გადაადგილება ფილიალში. ჩვენი თანამშრომლები დატრენინგდნენ კომუნიკაციის სპეციალურ უნარებში შშმ პირებთან ურთიერთობის კუთხით. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობისაა ეს საკითხი და აუცილებლად ვაპირებთ ამ მიმართულებით სულ უფრო სასიამოვნო სიახლეების დანერგვას ჩვენს მომსახურებაში, რომელიც კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებთან იქნება ასოცირებული“,-აღნიშნა გივი აზაურაშვილმა. სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია „მშობელთა კავშირის“ ხელმძღვანელი მაია ასაკაშვილი იუსტიციის სახლს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს სხვა სტრუქტურებსა, თუ ბიზნესორგანიზაციებსაც. „ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირებს ხის სოციალური საწარმო „სხივი“, ასევე „გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო“, ეს საშობაო გამოფენა-გაყიდვა იუსტიციის სახლის სოციალური პასუსიმგებლობის ფარგლებში მიმდინარეობს. ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი ორგანიზაციის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ, სადაც ფართო საზოგადოებას წარვუდგინეთ ამ ადამიანთა შესაძლებლობები, ჩვენ ამით ვცვლით ასევე საზოგადოების ხედვას და დამოკიდებულებას მათი დასაქმების შეუძლებლობაზე. ეს მხარდაჭერა და შემოსული თანხა ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას და ასევე სოციალური საწარმოების განვითარებას, ქართული პროდუქციის წარმოების განვითარებას საქართველოში. კარგი იქნება, თუ ასეთ ინიციატივებს ხელს სხვა სტრუქტურებიც შეუწყობენ, როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნესსექტორი იმიტომ, რომ ჩვენი ტიპის ორგანიზაციებს და სოციალურ საწარმოებს ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა. უღრმესი მადლობა იუსტიციის სახლს ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის“,-განაცხადა მაია ასაკაშვილმა. სმენისა და მეტყველების დაქვეითების მქონე ბავშვთა ასოციაცია „მშობელთა კავშირი“ ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ბავშვთა და მოზრდილთა საზოგადოებაში ინტეგრირებას სწავლების ინკლუზიური მეთოდების გამოყენებითა და სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის გზით. იუსტიციის სახლში აქტიურად არის ჩართული ფილიალების შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურული განვითარების ნაწილში. აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში თბილისის იუსტიციის სახლი სრულად ადაპტირდა მცირემხედველი და უსინათლო პირებისთვის. დაგეგმილია იუსტიციის სახლის ყველა ფილიალის ადაპტირება ქვეყნის მასშტაბით.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)