|
2018-01-05 14:59:20, 1731 ნახვა
საზოგადოება
„გადადგეს ვასილ მაღლაფერიძე“ - მწერლები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებს შეხვდნენ
მწერლები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებს შეხვდნენ. ისინი ეთერში პოეტ ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებული ვიდეო მასალის გავრცელებას აპროტესტებენ. მწერლები მიიჩნევენ, რომ არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მისი გადადგომას ითხოვენ. ამასთან, ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს მოუწოდებენ ხელმძღვანელობას ბოიკოტი გამოუცხადონ. "ბუნებრივია, რომ ბორდი ჩემი შეგრძნებიდან გამომდინარე თავს ძალიან უხერხულად გრძნობს, ისევე როგორც ბევრი პროფესიონალი, რომელიც ამ ტელევიზიაში მუშაობს. ჩვენ ველოდებით მათ რეაქციას. ახალი არაფერი გვითქვამს. ვამბობთ, რომ ეს მახინჯი ტრადიცია უნდა დასრულდეს, ამ სიმულაციური მმართველობის, როდესაც საიდანღაც რაღაცა მოდის თუნდაც ამ ვიდეოს სახით და ხალხის წაქეზება ხდება. როდესაც მოვისმინეთ დირექტორის განცხადება, რომ ის პასუხისმგებლობას იღებს და აი ახლა რეაქცია უნდა მისცეს ბორდმა. ჟურნალისტებს მოვუწოდებთ, რომ ხელმძღვანელობას ბოიკოტი გამოუცხადონ, რადგან დარწმუნებული ვარ და ვიცი კიდევაც რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები თავს ფსიქოლოგიურადაც და პროფესიულადაც თავს ძალიან ცუდად გრძნობენ", - განაცხადა მწერალმა ლაშა ბუღაძემ. ბორდის წევრების თქმით, ისინი პროცედურების დაცვით იმოქმედებენ. "ეს იყო სპონტანური შეხვედრა. განსახილველი გვქონდა მათ შორის ეს საკითხიც. ჩვენ ავუხსენით მწერლებს, რომ ბორდი არის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს თავისი პროცედურები და ამ პროცედურების დაცვით მოხდება მოკვლევაც. იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც სამართლებრივად არის განსაზღვრული", - განაცხადა საზმაუს ბორდის თავმდჯომარე, გრიგოლ გოგელია. ამასთან, ვასილ მაღლაფერიძის მრჩევლის ია ანთაძის განცხადებით, მაუწყებელმა საკუთარი პოზიცია მაშინ დააფიქსირა, როდესაც "გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ თვითონ იღებს პასუხისმგებლობას".
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)