23:34 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-05 14:39:36, 1847 ნახვა

საზოგადოება
სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული კორპუსის სრული გამაგრება მოხდება

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას კორპუსის დაზიანებული მონაკვეთის გამაგრების სამუშაოების პირველი ეტაპის მიმდინარეობას გაეცნენ.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება სრულად მოხდება. გამაგრებითი სამუშაოების პარალელურად, 30 მესაკუთრეს, რომელთა ავტომანქანებიც სპეცოპერაციის დროს დაზიანდა, თბილისის მერიის მხრიდან ზარალი სრულად აუნაზღაურდება. 

თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში ყველა იმ ბინის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სპეცოპერაციის დროს დაზიანდა.

„როგორც იცით, კორპუსი ზოგადად, სპეცოპერაციამდეც ავარიულ მდგომარეობაში იყო. მერიის გადაწყვეტილებით, ამჟამად, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და მოსახლეობა უსაფრთხო გარემოში იცხოვრებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება ავტომობილების მეპატრონეებისთვის ზარალის ანაზღაურებას, ირაკლი ხმალაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება ინდივიდუალურად მიმდინარეობს და მეპატრონეებისთვის ზარალის ანაზღაურება სრულად მოხდება.  

„ზარალის ანაზღაურება მერიის მხრიდან სრულად მოხდება. უმრავლეს შემთხვევაში, ურჩევნიათ, კომპენსირება თანხით მოხდეს და დაზიანებული მანქანები თავად შეაკეთონ, ისევე, როგორც დაზიანებული ბინების შემთხვევაში. სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტი მოხდა, თუმცა მთავარია, კორპუსი გავამაგროთ, რომელიც მანამდეც ავარიულ მდგომარეობაში იყო“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მეექვსე შესახვევში მდებარე N9 კორპუსი, სადაც 72 ოჯახი ცხოვრობს, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნით, ავარიულობის მიხედვით, დაზიანების მესამე ხარისხს განეკუთვნება. შენობაში კვლევითი და აღდგენითი ღონისძიებები საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე დაიწყო. 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „არქიტრავი“ ახორციელებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებისთვის აღნიშნულ მისამართზე ცხოვრება უსაფრთხო გახდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics