|
2018-01-04 18:33:49, 2209 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა ზვავში მოყოლილი ტურისტი გადაარჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზვავში მოყოლილი ტურისტი გადაარჩინეს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ სვანეთში, კურორტი „თეთნულდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა. პირველადი ინფორმაციით, კურორტ „თეთნულდზე“ მყოფი, ექსტრემალური სპორტის მოყვარული 4 ტურისტი გაუკვალავ თოვლში დაეშვა, რამაც ზვავი გამოიწვია. სამმა მათგანმა უსაფრთხო ადგილზე გასვლა მოახერხა, ხოლო მეოთხე ტურისტი თოვლში ჩარჩა. „შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს. სამაშველო ღონისძიებაში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამთო მაშველები, მოთხილამურე პატრულები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები. წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, სამთო მაშველებმა და მოთხილამურე პატრულებმა ზვავში მოყოლილი 1 პირი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. პირველადი სამედიცინო დათვალიერებით, მას ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნებოდა. დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, რის შემდეგაც იგი მესტიაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამთო მაშველები, მოთხილამურე პატრულები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები, პრევენციის მიზნით, შემთხვევის ადგილს დეტალურად ათვალიერებენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)