23:33 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-04 17:23:40, 2272 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ პატრიარქს 85 წლის იუბილე მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 85 წლის იუბილეს ულოცავს.

„მინდა მივულოცო უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 85 წლის იუბილე. ქართველ ხალხს წილად გვხვდა ბედნიერება ვიყოთ მისი უწმინდესობის თანამედროვენი. შეუფასებელია მისი ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე. პატრიარქის წინამძღოლობით 40 წლის მანძილზე მრავალი დაბრკოლება გადავლახეთ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, გაძლიერდა ქართველი ხალხის რწმენა, აშენდა ეკლესია-მონასტრები, შენარჩუნდა უნიკალური ქართული საგალობლები. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უდიდესი სიყვარულით და სითბოთი გამოირჩევა ჩვენი რეგიონის - აჭარის მიმართ, სადაც თავისი მრავალწლიანი სასულიერო ცხოვრების შვიდი წელი გაატარა. იგი აჭარას საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების კერად, განმანათლებლად მოიხსენიებს და ეს ჩვენ განსაკუთრებით გვეამაყება. ვულოცავ ერის სულიერ მამას ღირშესანიშნავ თარიღს, ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მშვიდობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!" - აღნიშნულია  მისალოც განცხადებაში.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics