|
2018-01-04 12:27:53, 2140 ნახვა
საზოგადოება
ექიმი: თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
„პაციენტის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა“, - ამის შესახებ ექიმმა, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა. „პაციენტის მდომარება კვლავ უკიდურესად მძიმეა. გასული დღე ღამის განმავლობაში რაიმე მკვეთრი გაუარესება არ დაფიქსირებულა. მცირეოდენი სტაბილიზაცია მიღწეულია“,-განაცხადა ექიმმა. რაც შეეხება კონსილიუმს, ლურსმანაშვილის თქმით, გუშინ საღამოს იყო სატელეფონო კომუნიკაცია კონსილიუმში მონაწილე ექიმებს შორის. „ ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ეძებს კლინიკას. როგორც კი მოიძებნება რომელიმე დაწესებულება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვინც თანახმა იქნება პაციენტის მისაღებად ჩვენ გადავუგზავნით დამატებით ბოლო დოკუმენტაციას და დაველოდებით პასუხს სამედიცინო დაწესებულებიდან. ამის შემდეგ დადგება გადაყვანის საკითხი“, - აღნიშნა ლურსმანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)