22:24 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-03 10:25:24, 2027 ნახვა

საზოგადოება
2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს 2018 წლის იანვრიდან იურიდიული ძალა კვლავ უნარჩუნდებათ

2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს 2018 წლის პირველი იანვრიდან იურიდიული ძალა კვლავ უნარჩუნდებათ, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში აღნიშნული მართვის მოწმობების შეცვლა 2018 წლის 1-ელ აპრილამდე შეეძლებათ. 

„საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ დღეიდან ამოქმედდა.იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას. დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების მართვის მოწმობებს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

(NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics