|
2018-01-03 09:54:03, 1817 ნახვა
საზოგადოება
კიევსა და თბილისში დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები გაიმართება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ექს გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესში კიევში დღეს გაიმართება. პროცესი 22 დეკემბერს დაიწყო, თუმცა იმის გამო გადაიდო, რომ მოსამართლეებს საქმის მასალები არ მიუღიათ. კიევის პარალელურად ყოფილი პრეზიდენტის საქმეს საქართველოში თბილისის საქალაქო სასამართლოშიც განიხილავენ. მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის სოფო გოგლიჩიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელმაც პროცესის გადადება უკვე მესამედ მოითხოვა. ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალების გაცნობას ვერ ასწრებს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისსა და უკრაინის სასამართლოებში სააკაშვილის საქმის განხილვის დღის დამთხვევა შემთხვევითობა არ არის. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა სააკაშვილს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)