22:24 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-31 16:05:24, 3904 ნახვა

საზოგადოება
ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2017 წელს გარდაიცვალნენ

ყოველწლიურად  უამრავ ადამიანს ვემშვიდობებით, უამრავი ადამიანი გვწყვეტს გულს თავისი გარდაცვალებით. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2017 წელი იყო. შეიძლება, მათ პირადად არ ვიცნობდით, მაგრამ გვიყვარდნენ და ცხოვრებას გვილამაზებდნენ. ყოველი ადამიანი უხილავი ძაფებითაა დაკავშირებული სხვა ადამიანთან. ალბათ, ამიტომაც ადამიანის გარდაცვალება თითოეულ ჩვენგანში უდიდესი გულისტიკივილის მიზეზი ხდება. ამავდროულად,  სულს გვიშფოთებს უკმარისობის განცდაც- რამდენი კარგი სიმღერა, კარგი ლექსი, კარგი ნახატი შეიძლება შექმნილიყო...

ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალება 

ყველა დროის ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული, მსახიობი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

12 წლიდან დაიწყო კინოკარიერა – 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ამავე ასაკში მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ და სხვა ფილმები.

კინოში განსახიერებულ ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა. თავად ამბობდა: „მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, „ნატვრის ხე" მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება“.

„მარიტა" უკანასკნელ გზაზე „ნატვრის ხის“ მთავარმა პერსონაჟებმა-  ,,გედიამ" და,,შეთემ" გააცილეს.

83 წლის ასაკში გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა

10 აპრილს ფილტვების ანთების დიაგნოზით,  მსახიობი,საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა.

იგი გადაღებულია 45 მხატვრულ ფილმში, ნათამაშები აქვს ათეულობით როლი თეატრში. 2008 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.

გივი ბერიკაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე მდებარე ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

ახალგაზრდა მსახიობის ნელსან ელისის გარდაცვალება

39 წლის ასაკში ამერიკელი არტისტი ნელსან ელისი გარდაიცვალა. მან HBO-ს სერიალში ნამდვილი სისხლი  ლაფაიეტის როლი შეასრულა. იგი გულთან დაკავშირებული პრობლემების შედეგად გარდაიცვალა.

მსახიობ ჯონ ჰარტის გარდაცვალება

77 წლის ასაკში ცნობილი პერსონაჟების გამხმოვანებელი და საქვეყნოდ ცნობილი ტელესერიალების მსახიობი ჯონ ჰარტი გარდაიცვალა.

 ის მონაწილეობდა 200-ზე მეტ ფილმში, მათ შორის ცნობილ ფილმებში: Harry Potter, The elephant man, Indiana Jones, V for Vendetta და ა.შ. ჯონ ჰარტი ოქროს გლობუსის მფლობელია. მსახიობი ორჯერ იყო ოსკარზე ნომინირებული,  ბოლო როლი ასევე  ოსკარზე ნომინირებულ ფილმში Jackie ითამაშა.

მსახიობ სემ შეპარდის გარდაცვალება

73 წლის ასაკში  ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი სემ შეპარდი გარდაიცვალა. არის წიგნების, მოთხრობების ესეების, მემუარების ავტორი, პულიცერის პრემიის ლაურეატი. ნომინირებული იყო ოსკარზე.

მსახიობ დანიელ დარიეს გარდაცვალება

101 წლის ასაკში ცნობილი ფრანგი მსახიობი და მომღერალი დანიელ დარიე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ყველაზე  ცნობილი ფილმი, რომელშიც ის მონაწილეობდა,  კრიმინალური სცენებია.მსახიობი 1917 წლის 1 მაისს დაიბადა.

მსახიობი ჟან როშფორი გარდაიცვალა

9 ოქტომბერს, 87 წლის ასაკში ფრანგი   მსახიობი ჟან როშფერი გარდაიცავალა.

მან ორჯერ მოიპოვა სეზარი — 1976 წელს საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „Que la fête commence“, 1978 წელს კი მთავარი როლისთვის ფილმში „კიბორჩხალა-მედოლე“.

61 წლის მსახიობი  ბილ პექსტონი გარდაიცვალა

61 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი მსახიობი ბილ პექსტონი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ოპერაციის შემდგომი გართულება დასახელდა.

მსახიობ ანიტა პალენბერგის გარდაცვალება

73 წლის ასაკში მსახიობი და მოდელი  ანიტა პალენბერგი გარდაიცვალა. ის ცნობილია, როგორც ჯგუფ Rolling Stones-ის მუზა.  მას ჯგუფის წევრ  ბრაიან ჯონსთან, ხოლო მასთან დაშორების შემდეგ კიტ რიჩარდთან რომანი ჰქონდა.

მსახიობი პაოლო ვილაჯო გარდაიცვალა

იტალიელი მსახიობი,  კომიკოსი, სცენარისტი, ჟურნალისტი, პროდუსერი, მწერალი  პაოლო ვილაჯო გარდაიცვალა. მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა 1975 წელს რეჟისორ ლუჩანო სალჩეს ფილმმა"ფანტოცი"  მოუტანა.

მსახიობი ემანუელ რივა გარდაიცვალა

89 წლის ასაკში  ფრანგი მსახიობი ემანუელ რივა გარდაიცვალა. 2013 წელს მოიპოვა BAFTAს და სეზარის ჯილდოები შესრულებული როლისთვის ფილმში „სიყვარული“. კინოს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ნომინანტია ოსკარის პრემიაზე. რივამ თავისი სამსახიობო კარიერა ქალაქ პარიზში დაიწყო. 1950-იანი წლებში როლებს იღებდა თეატრში, ხოლო 1957 წლიდან — კინოში იღებენ. სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო“ , „ლეონ მორენი, მღვდელი“.

მსახიობი ჟანა მორო გარდაიცვალა

89 წლის ასაკში  სახელგანთქმული ფრანგი მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი და რეჟისორი ჟანა მორო გარდაიცვალა.  მან 1947 წლიდან დაიწყო კარიერა „კომედი ფრანსეზში“, ხოლო 1949 წლიდან- კინოკარიერა.

მსახიობ როჯერ მურის გარდაცვალება

90 წლის ასაკში ინგლისელი მსახიობი როჯერ მური გარდაიცვალა. ყველაზე მეტად ცნობილია ჯეიმზ ბონდის როლით. ამ პერსონაჟს იგი 1973-1985 წლებში გადაღებულ ფილმებში განასახიერებდა.

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალება

ჯანსუღ ჩარკვიანი 6 ოქტომბერს, გამთენიისას გარდაიცვალა. იგი ინსულტის დიაგნოზით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი „ერთი ღამის სიჩუმეში”. ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: „რწმენის კედელი” (1970), „დიდი ნათელი” (1980), „ერთტომეული” (1981), „რჩეული პოემები” (1983), „მე და შენ” (1984), „არცა ვმსახურობდე სხვას!” (1989), პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია”. 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული.

1978 წელს მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, 1985 წელს, 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1998 წელს მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1996 წელს. 1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.

ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

 ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა 18 სექტემბერს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.იგი 1965 წლიდან, თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო, 1974 წლიდან კი-მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი. იგი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

რეჟისორი ჯორჯ რომერო გარდაიცვალა

77 წლის ასაკში ამერიკელი რეჟისორი ჯორჯ რომერო გარდაიცვალა. მან გადაიღო საშინელებათა ჟანრის ცნობილი ფილმი  „ცოცხალი მკვდრების ღამე“. რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი ფილტვის კიბო გახდა.

ლეგენდარული ჯაზ მომღერალი ელ ჯერო გარდაიცვალა

76  წლის ასაკში ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული მომღერალი ელ ჯერო გარდაიცვალა. მან  ჯაზის, პოპისა და რიტმენბლუზის ჟანრებში 7 გრემის მოპოვება შეძლო.

ახალგაზრდა ამერიკელმა  მომღერალმა   ჩარლზ ბენინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

41 წლის ასაკში ამერიკელი მომღერალი, ლინკინ პარკის წევრი ჩესტერ ჩარლზ ბენინგტონი გარდაიცვალა. 1993 წელს შევიდა ჯგუფში Grey Daze, რომელიც 1998 წელს დატოვა. ჯერ კიდევ Grey Daze-ში ყოფნის დროს გაიცნო მომავალი მეუღლე სამანთა, რომელთანაც 1996 წელს იქორწინა, 20 წლის ასაკში. მათ ეყოლათ შვილი, დრეივენ სებასტიანი. ისინი ცხრა წლის შემდეგ დაშორდნენ. ამის შემდეგ ბენინგტონი 2005 წლის 31 დეკემბერს დაქორწინდა თავის მეგობარ გოგონა ტალინდა ბენტლიზე. ერთად მათ ეყოლათ შვილები, ტაილერ ლი და ტყუპები, ლილი და ლილა. ჩესტერ ბენინგტონმა 2017 წლის 20 ივლისს 41 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ამერიკელი მომღერალი და მუსიკოსი ტომ პეტი გულის შეტევით გარდაიცვალა

ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, მულტი-ინსტრუმენტალისტი და მუსიკალური პროდიუსერი ტომ პეტი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყველაზე მეტად ცნობილი იყო, როგორც ჯგუფ Tom Petty and the Heartbreakers-ის წამყვანი ვოკალისტი, თუმცა აგრეთვე მონაწილეობდა სუპერჯგუფ Traveling Wilburys-ში. ადრეულ წლებში იყო ჯგუფ Mudcrutch-ის ლიდერი.

როგორც სოლო შემსრულებელს, პეტის ჩაწერილი აქვს მრავალი, ჰიტებად ქცეული სიმღერა. კარიერის წლებში მუსიკოსმა გაყიდა 80 მილიონზე მეტი ალბომი და იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად. 2002 წელს შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

2017 წლის 2 ოქტომბერს გულის შეტევით გარდაიცვალა.

ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი 91 წლის ასაკში   სახლში გარდაიცვალა.

ჯიუ ჰეფნერმა Playboy-ს გამოშვება საკუთარ სამზარეულოში, 1953 წელს დაიწყო. აპირველი ნომერი 51-ათასიანი ტირაჟით გამოვიდა. აღნიშნული ბრენდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მთელ მსოფლიოში. დღესდღეობით ჟურნალი თვეში 7-მილიონიანი ტირაჟით გამოდის და მამაკაცების ყველაზე მოთხოვნად ჟურნალად ითვლება.

Playboy-ს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ენაზე გამოიცემა. როგორც ადრე თავად ჰეფნერი აღნიშნავდა, Playboy არასდროს ყოფილა მისთვის უბრალო ჟურნალი, სექსუალური შინაარსით.

" Playboy არის ჟურნალი ცხოვრების სტილზე (lifestyle-ზე), რომლის ერთ-ერთი ძირითადი ასფექტი სექსია", - აცხადებდა ჰიუ ჰეფნერი.

პლანეტის უმდიდრესი ქალბატონი, ბრენდის L‘Oreal მფლობელი გარდაიცვალა

95 წლის ასაკში, კომპანია "fragrance" მფლობელი, მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონი, ლილიან ბეტანკური გარდაიცვალა.

პარფიუმის წარმოების გიგანტი L’Oreal Paris ლილიანმა მამისგან მიიღო მემკვიდრეობით. ჟურნალ "ფორბსის" 2014 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალბატონის ქონებამ 45 მილიარდი დოლარი შეადგინა

ჰოლივუდის ცნობილი ანიმატორი ბობ გივენსი გარდაიცვალა

Walt Disney-ს, Warner Bros. -სა და Hanna-Barbera-ს ერთ-ერთი მთავარი მხატვარი, მულტფილმების "ტომი და ჯერი" და "ბაგს ბანის" ანიმატორი ბობ გივენსი 99 წლის ასაკში  გარდაიცვალა. 

 წარმატებული კარიერის განმავლობაში მას უამრავი პერსონაჟი ჰყავს დახატული, მათ შორის  დონალდ დაკი, "ელვინი და თახვები", ბანი კურდღელი  და სხვა.

31 წლის ქართველი მეკარის გარდაცვალება

ზუგდიდელთა მეკარემ შოთა მამინაშვილმა 31 წლსი ასაკში სიცოცხლე  მოულოდნელად დაასრულა. მან ერთ-ერთი შეხვედრის დაწყებამდე, მოთელვისას გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

იგი 1986 წლის 30 აგვისტოს ბათუმში დაიბადა.

"ნიჭიერი 2013"-ის მონაწილე ნუკრი შავლიძე გარდაიცვალა

პროექტ "ნიჭიერი 2013"-ის მონაწილე ნუკრი შავლიძე გარდაიცვალა.  გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.

2017 წელს მსოფლიომ 97 ჟურნალისტი დაკარგა

PEC-ის სტატისტიკის მიხედვით,  2017 წელს მსოფლიოს 28 ქვეყანაში 97 ჟურნალისტი დაიღუპა.

ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ წელთან შდარებით, დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა შემცირებულია.

ყველაზე მეტი ჟურნალისტი მექსიკაში, ერაყსა და ავღანეთში გარდაიცვალა.

 

 

თეონა ნოზაძე

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics