|
2017-12-31 10:28:05, 1772 ნახვა
საზოგადოება
31 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი
დედაქალაქი ახალ, 2018 წელს განსხვავებული და მრავალფეროვანი ღონისძიებებით ხვდება. 31 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში, რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი. დღის ბოლოს, 23:00 საათიდან, საახალწლო გალა კონცერტები სამ ლოკაციაზე - გლდანში („სითი მოლი გლდანის“ ავტოსადგომი), ძველ თბილისსა (ევროპის მოედანი) და ვარკეთილში (ვარკეთილი III, მედიათეკის მიმდებარე სკვერი) გაიმართება. 11:00 - 17:00 საათი - ველო სანტები (კრწანისის რაიონი) 12:00 - 00:00 საათი - საშობაო ბაზრობა, საერთო ზონა - დედა ენის ბაღი 12:00 - 23:00 საათი - საახალწლო ბაზრობა - „ახალი ტფილისი“ 12:00 - 18:00 საათი - საბავშვო გასართობი პროგრამები - დედა ენის ბაღი 12:00 - 19:00 საათი - კინოთეატრი ღია ცის ქვეშ - დედა ენის ბაღი 12:00 - 19:00 საათი - მანქანების პარკი - დედა ენის ბაღი 12:00 - 19:00 საათი - სახელოსნო/ვორქშოფები - დედა ენის ბაღი 12:00 - 20:00 საათი - საახალწლო სპორტული აქტივობები - დედა ენის ბაღი 15:00 - 21:00 საათი - New Comers - „ახალი ტფილისი“ 23:00 საათი - გალა კონცერტი - გლდანი, ძველი თბილისი, ვარკეთილი 31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენი“, ავტობუსები და საბაგირო „რიყე-ნარიყალა“ მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურებიან. ახალი წლის ღამეს „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები 23:00 საათიდან, პირველი იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო საბაგირო - 03:00 საათამდე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)