|
2015-01-16 17:00:53, 1982 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, საქართველო ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად მზად არის
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, საქართველო ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად მზად არის. როგორც მინისტრმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოში, მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა, ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობაც არ ყოფილა. „რაც ხელისუფლება შეიცვალა , მას შემდეგ ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობაც კი არ ყოფილა. ხოლო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მუდმივად ხდებოდა მსგავსი ღონისძიებები, ანუ ჩვენი სახელმწიფო უფრო ეფექტურად პასუხობს მსგავს გამოწვევბს, ვიდრე ადრე“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა. შეგახსენებთ, საფრანგეთში, ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, 11კი, დაიჭრა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)