|
2017-12-29 16:38:17, 3426 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის სტუდენტურ სამეცნიერო-კვლევით პროექტს სამი მონაწილე ჰყავს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებულ სტუდენტურ სამეცნიერო-კვლევითპროექტში მონაწილეობისათვის სამი სტუდენტი შეირჩა: თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის მიმართულებისბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ჯავახიშვილი, თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოლოგიისმიმართულების მაგისტრანტი კონსტანტინე გოგიბერიძე და თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკისბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტი ნიკოლოზ სეფიაშვილი. 2018 წლის 15 იანვრიდან ორი თვის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ექნებათ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საკუთარი კვლევის მიმართულებით საარქივო მასალის ელექტრონულ ასლებსა და ორიგინალებზე იმუშაონ. 2018 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი სრულდება. სტუდენტურისამეცნიერო-კვლევითი პროექტი ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომელსაც ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ეროვნული არქივი მომავალ წელს გეგმავს. პროექტის მიზანია იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებსაც სურვილი აქვთ მომავალში კვლევის სფეროდ გაიხადონსაქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია. ეროვნული არქივისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების ხელშეწყობა მკვლევარისათვის საჭირო უნარების გამომუშავებაში, რაც მათ დაეხმარება ყველაზე ძვირფასი და საჭირო მასალა -საარქივო პირველწყარო - გამოიყენონ საკუთარ ნაშრომებში. მუშაობის დასრულების შემდეგ სტუდენტების ნაშრომები ელექტრონული ან ბეჭდური სახით გამოაქვეყნდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)