|
2017-12-29 12:59:44, 2460 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი კახა კალაძეს მადლობას უხდის
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგიით გამართულ მომარაგებას და, რა თქმა უნდა, კახი კალაძეს, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ მიმართულებას", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ოფისში სტუმრობისას განაცხადა. პირველმა ვიცე-პრემიერმა სახელმწიფო კომპანიაში ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი დაათვალიერა და კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, სამომავლო განვითარების ძირითად მიმართულებებს გაეცნო. საქართველოს მთავრობის კანონში შესული ცვლილების შედეგად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაერთიანდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)