|
2017-12-29 12:34:23, 2450 ნახვა
საზოგადოება
სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ექიმის განცხადებით, მდგომარეობა არ გაუარესებულა, თუმცა არც დადებითისკენ შეცვლილა: „საკმაოდ მძიმე ტრავმაა, იმყოფება კონტროლზე.უტარდება გამოკვლევები, შესაბამისი მკურნალობა, ჯერჯერობით დამატებითს ვერაფერს გეტყვით, რაიმე დამაიმედებლის თქმა, ჯერჯერობით ნაადრევია, შემოვიფარგლოთ იმით, რომ მდგომარეობა არის მძიმე. გაუარესება არ აღენიშნება“,-განაცხადა ექიმმა კახა ზურაბიშვილმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა სპეცრაზმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. უფრო კონკრეტულად, სუს-ში ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის ამოქმედება სურდა, რა დროსაც მის მიმართ გასროლა მოხდა. მაჩალიკაშვილი თბილისში სამკურნალოდ გუშინ გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სპეცოპერაცია ახმედ ჩატაევთან კავშირში ეჭვმიტანილების დაკავების მიზნით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)