21:18 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 16:52:49, 2658 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ათივე რაიონში „ველო სანტები“ იმოძრავებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, პროექტმა „ველო სანტები“ პეკინის ქუჩის ველობილიკიდან სტარტი აიღო, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სანტები დედაქალაქის მასშტაბით, ათივე რაიონში გადაადგილდებიან, თბილისის მერიის სახელით მოსახლეობას ტკბილეულს დაურიგებენ, დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავენ და საახალწლო განწყობას შეუქმნიან.

პროექტის პირველ დღეს სანტებმა ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ნაძალადევის რაიონები მოიცვეს, 29 დეკემბერს კი, სანტები გლდანი-ნაძალადევის რაიონში გადაადგილდებიან.

30 დეკემბერს, პროექტი ისანი-სამგორის რაიონში, ხოლო 31 დეკემბერს კრწანისის რაიონში განხორციელდება.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics