|
2017-12-27 10:03:24, 1825 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს პროექტის - „მხატვრები მშვიდობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა
მშვიდობა, თავისუფლება, გამარჯვება, ერთობა, მეგობრობა, ერთგულება, სიმტკიცე, თავდადება, თავგანწირვა, სიმამაცე, სიცოცხლე და სიყვარული - ეს ის ღირებულებებია, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები საკუთარ თავში აერთიანებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ღირებულებები თორმეტმა ქართველმა მხატვარმა გაიაზრა და თორმეტი ფერწერული ტილო შექმნა. მხატვრები - რუსუდან ფეტვიაშვილი, ქეთი მატაბელი, მამუკა დიდებაშვილი, ანტონ ბალანჩივაძე, ნიკო ცეცხლაძე, დალი ფოდიაშვილი, დევი ზალდასტანიშვილი, მამუკა მიქელაძე, ნინო ჩაკვეტაძე, ნინო ფერაძე, კოკა ციხელაშვილი, სანდრო დალაქიშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტმა - „მხატვრები მშვიდობისთვის“ გააერთიანა. პროექტის პრეზენტაცია ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში გაიმართა. მხატვრების მიერ ჯარის ღირებულებებზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და უწყების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ პროექტში ჩართულ თითოეულ მხატვარს სიმბოლურად მადლობის სიგელები გადასცა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტში მხატვრების ჩართულობა სამხედროების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოხატულება და სოციალური პასუხისმგებლობის მკაფიო გამოვლინებაა. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ნამუშევრების შეძენის შესაძლებლობა მიეცათ. ნახატების გაყიდვიდან შემოსულ თანხას მხატვრები, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებულ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილ ფონდში შეიტანენ. თანხა სრულად მოხმარდება დაჭრილ-დაშავებული სამხედროების საჭიროებებს. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი, სადაც მხატვრები ღირებულებებთან დაკავშირებით საკუთარ დამოკიდებულებებზე საუბრობენ. ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აღმასრულებელი ხელისუფლების, Army Card-ის პარტნიორი კომპანიების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ღონისძიება მუსიკალურად ეროვნული გვარდიის საჩვენებელი ორკესტრის ბენდმა გააფორმა. პროექტის ფარგლებში შექმნილი თითოეული ნამუშევრის ასლი დატანილია თავდაცვის უწყების 2018 წლის კალენდრებზე, ბლოკნოტებზე, მისალოც ბარათებსა და სასაჩუქრე ჩანთებზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)