21:12 - 08 May, 2026
|
2017-12-26 16:07:22, 2521 ნახვა
საზოგადოება
ოთარ აბესაძე რეანიმაციაში გადაიყვანეს
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ჩაფიძის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. აღნიშნული „ექსპრესნიუსს“ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა. „ოთარ აბესაძე ახლა რეანიმაციაში გახლავთ გადაყვანილი, ის მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. გარკვეული გამოკვლევები უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ გვითხრან დიაგნოზი. დღეს ალბათ პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ დააბრუნებენ“,-განაცხადა ირმა ჭკადუამ. შეგახსენებთ, თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ამასთან, იგი დღევანდელ პროცესზე შეუძლოდ გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)