|
2017-12-26 15:10:41, 1877 ნახვა
საზოგადოება
აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად სპეციალურ ტექნიკას შეიძენენ
2018 წლის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შპს “მექანიზატორი“ უახლოეს მომავალში 130 მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა) ტექნიკის შეძენას გეგმავს, რისთვისაც სახელმწიფო 20 მლნ ლარს დახარჯავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს “მექანიზატორი“ სპეციალიზირებული კლასის (პიკაპი) ავტომობილების შეძენისათვის ბაზრის კვლევის შემდგომი შეხვედრას გამართავს, სადაც საქართველოში რეგისტრირებული მიმწოდებლებს იწვევს. დეტალური ინფორმაცია ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით შესყიდვების სააგენტოს შემდეგ ბმულებზეა განთავსებული: http://procurement.gov.ge/Market-research/meqanizatori-(1).aspx, http://procurement.gov.ge/Market-research/meqanizatori.aspx შეხვედრა, შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის 27 დეკემბერს 18:00 საათზე შპს მექანიზატორის ცენტრალურ ოფისში გაიმართება. თბილისი, 0159, სანდრო ახმეტელის 10ა, კინოსტუდიის შენობა 3 სართული. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)