21:12 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 10:23:12, 1952 ნახვა

საზოგადოება
დეპოზიტების დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, გაიმართა საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილეს სააგენტოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიში, შემუშავებული ნორმატიული აქტები. საუბარი ასევე, შეეხო 2018 წელს დაგეგმილ ღონისძიებებსა და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მომავალ საინვესტიციო პოლიტიკას. 

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აღნიშნული სისტემის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია თითოეული მოქალაქე დეტალურად იყოს ინფორმირებული დეპოზიტების დაზღვევის სისტემის თაობაზე და გაიზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე.

„რამდენიმე თვის წინ ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ. 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმება აღნიშნული სისტემის ამოქმედება. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ითვალისწინებს 5 ათასი ლარის ფარგლებში, ყველა დეპოზიტის დაზღვევას. ეს არის დამატებითი და ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ფინანსური სტაბილურობის სისტემაში. მოგეხსენებათ, საქართველოს საფინანსო სისტემა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში გამოირჩევა მდგრადობით, შესაბამისად, ეს კიდევ ერთი დამატებითი ელემენტი იქნება იმისათვის, რომ დეპოზიტარმა უფრო დაცულად იგრძნოს თავი," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.  

„ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური კომპონენტი როგორც მთლიანად ფინანსური სექტორის სტაბილურობის მიმართულებით, ისე ჩვენი მოქალაქეების ფინანსური სტაბილურობის დაცულობის კუთხით. 1-ლი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სრულ მზადყოფნაში იქნება იმისათვის, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ქვეყანაში ამოქმედდეს და იფუნქციონიროს წარმატებულად", - განაცხადა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსმა, ოთარ ძიძიკაშვილმა.

დეპოზიტების დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2 დამოუკიდებელი წევრი.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics