|
2017-12-25 20:18:53, 2456 ნახვა
საზოგადოება
ბუკიას ბაღში საახალწლო კონცერტი გაიმართა
საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ბუკიას ბაღში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად დაესწრო. „საბურთალოზე, ბუკიას ბაღში ცნობილი მომღერლების მონაწილეობით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ასევე, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა და სკოლის მოსწავლეებმა. ჩვენ პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი სივრცე შევქმენით. გარემოც და განწყობაც სადღესასწაულოა და მინდა საბურთალოელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. კონცერტში მონაწილეობა ჯგუფმა „რეზო და ბავშვები“, ნინი ბადურაშვილმა და სალომე ბაკურაძემ მიიღეს. დღის განმავლობაში, საკონცერტო ნომრები საბურთალოს რაიონის საბავშვო ბაღებისა და სკოლების აღსაზრდელებმა და სხვადასხვა კერძო სტუდიების მოსწავლეებმა შეასრულეს. პატარებისთვის მოეწყო სპორტული სივრცე. ბავშვების გართობაზე კი, ანიმატორები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და ფიფქია ზრუნავდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)