|
2015-05-10 10:47:48, 571 ნახვა
სამართალი
შსს-მ სუპერმარკეტ "ზღაპარში" მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნუცუბიძის მე-4 მ/რ სუპერმარკეტ "ზღაპარ"-ში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ძმები 1990 წელს დაბადებული გიორგი დ. და 1989 წელს დაბადებული ბექა დ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ყაჩაღობის შესახებ შეტყობინება 112-ის საშუალებით მიიღეს. ადგილზე მისულებს კი, სამი ნიღბიანი პირი დახვდათ, რომლებიც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით იყვნენ შეიარაღებულები. " საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა ბრალდებულებს მოუწოდეს, რომ დამორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას და ჩაბარებოდნენ, თუმცა მათ მიმალვა სცადეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ერთ-ერთი მათგანი დაჭრილია ფეხის არეში, რაც შეეხება მესამეს, მან მიმალვა შესძლო. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბრალდებულს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა და საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიმალვაში მყოფი ბრალდებულის დასაკავებლად ამ დრომდე ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს",-განმარატავენ შსს-ში. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 353-ე მუხლით).
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)