16:29 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-03 11:48:42, 2438 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დღეს მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა

3-5 დეკემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე ივან ბრაიოვიჩი დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

 ივან ბრაიოვიჩი ხვალ  საქართველოს პარლამენტში საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში: ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისათვის მიიღებს მონაწილეობას. 12:45-13:30    საათზე  ის ქართველ კოლეგას ირაკლი კობახიძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

პარლამენტიდან ივან ბრაიოვიჩი  პრეზიდენტის სასახლეში გაემგზავრება, სადაც გიორგი მარგველაშვილთან  გამართავს შეხვედრას. ასევე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე  შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

5 დეკემბერს  ივან ბრაიოვიჩი  ძველ თბილისში გაემგზავრება, სადაც ძველი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.ასევე ესტუმრება  საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და  ეროვნული მუზეუმის საგანძურს დაათვალიერებს.                          

5 დეკემბერს 13:30-14:15   საათზე ივან ბრაიოვიჩი მთავრობის ადმინისტრაციაში       საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. ის ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლსაც.

20:00       საათზე კი    მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაცია                 თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრება.

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics