|
2026-05-12 14:52:35, 3183 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
"ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ, თუმცა შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული. ეს არის ერის კანონი და ეს არის ეკლესიის კანონიც. ამიტომ, ითქვა არაერთხელ, რომ მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა, სანამ ვინმე ისაუბრებს შეწყალებაზე, ისაუბროს სინანულზე. არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ადამიანების ცოცხლად დაწვა მოლოტოვის კოქტეილებით, არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ქვეყნის დამხობა. ამიტომ, შენდობას ყოველთვის წინ უნდა უძღოდეს სინანული", - თქვა ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პოლიტპატიმრების შეწყალებაზე დასმული კითხვის პასუხად. შალვა პაპუაშვილს მათ შორის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, დეკანოზმა თქვა, რომ პოლიტპატიმრების საკითხზე საპატრიარქო ქართულ ოცნებასთან კვლავ ისაუბრებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)