00:36 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 11:08:09, 2041 ნახვა

საზოგადოება
უძრავი ქონების რეგისტრაციის რეფორმებს SSC-ის პლატფორმის წარმომადგენელი გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდილებასა და უძრავი ქონების რეგისტრაციის კუთხით გატარებულ რეფორმებს გაეროს სამხრეთი–სამხრეთის თანამშრომლობის (SSC) პლატფორმის წარმომადგენელი გაეცნო.

თბილისის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრაზე საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა SSC-ის ოფისის წარმომადგენელს სეიორა არიფჯანოვას საჯარო რეესტრის საქმიანობა, სერვისები და მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მიმდინარეობა გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში, SSC–ის ოფისი საქართველოს რეფორმების შესახებ წერილობით ანგარიშს ამზადებს, რომელშიც იუსტიციის სამინისტროს რეფორმებიც იქნება შეტანილი.

სამხრეთი–სამხრეთის თანამშრომლობა (South-South Cooperation, SSC) გაეროს ფარგლებში დაფუძნებული პლატფორმაა,  რომლის მიზანი განვითარებადი ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics