|
2026-05-07 15:53:20, 6409 ნახვა
პოლიტიკა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
“ოჯახის წევრებმა, მეგობრებმაც ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანი იყო თავისი ქვეყნის და პროფესიის პატრიოტი და ერთგული”, – ეს განცხადება გიორგი უძილაურის ოჯახის წევრმა გააკეთა დღევანდელი სასამართლოს შემდეგ, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჯაშუშობაში ბრალდებულ, “ქართუს” ყოფილ PR მენეჯერ გიორგი უძილაურს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. “ვის დასჭირდა [მისი დაკავება]… მე ცოტა უფრო გლობალურად ვფიქრობ, რომ ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ეტყობა ვიღაცას არ მოეწონა და ამ თემაში დაახურდავეს. ყველაფერი გაირკვევა სამართლიანი სასამართლოს პირობებში, აქ როგორ იქნება, სამწუხაროდ ვერ გეტყვით”, – განაცხადა მან დასძინა, რომ როდესაც “ქართულ ოცნებაში” გარკვეული განხეთქილება მოხდა საგარეო ორიენტირებთან დაკავშირებით, ქვეყანა უნდა წასულიყო რუსეთისკენ თუ დასავლეთისკენ, უძილაური, როგორც პროგრესული ადამიანი, ევროინტეგრაციას უჭერდა მხარს. ის ამ დაკავებას სწორედ ამ განხეთქილებას უკავშირებს. ჯაშუშობაში ბრალდებულ გიორგი უძილაურს დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მის საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს, შესაბამისად საზოგადოება ბრალდების დეტალებს და მტკიცებულებებს ვერ მოისმენს. არც ისაა ცნობილი, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშუალებენ უძილაურს. სამთავრობო მედია აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, საუბარია ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაზე. უძილაური ბრალს არ აღიარებს და ჯერ დუმილის უფლებას იყენებს.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)