|
2017-11-15 17:49:04, 2079 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 11 კომისიის თავმჯდომარე დაამტკიცეს
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს ოთხი დეპუტატის ადგილმონაცვლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, მეექვსე მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროპორციული სიის მე-10 ნომერს გიორგი ალიბეგაშვილს, რომელიც ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა, ლევან ჟორჟოლიანი შეცვლის. ასევე ცნობილია, რომ საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდათ ახლადარჩეულ საკრებულოს წევრებს ,,ევროპული საქართველოდან“ და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან’’ დავით ავალიანს, დავით დარჩიაშვილს და ნიკანორ მელიას, რომლებსაც მათივე თანაგუნდელები -ელენე ოზაშვილი, დავით ჟღენტი და მარინა დათუკიშვილი ჩაანაცვლებენ. გიორგი ტყემალაძემ დეპუტატებს 4 ფრაქციის ფორმირების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი იქნება. საკრებულოში 3-3 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი ფრაქციები: ,,ქართული ოცნება-მრეწველები’’ და ,,ქართული ოცნება- კონსერვატორები’’ და მათ ვლადიმერ ძნელაძე და დავით უთმელიძე უხელმძღვანელებენ. რაც შეეხება ფრაქციას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’, მისი თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე იქნება. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დეპუტატებს დასამტკიცებლად კომისიების ხელმძღვანელების კანდიდატურები წარმოუდგინა. კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, მეექვსე მოწვევის საკრებულოში მოქმედ კომისიებს უხელმძღვანელებენ: იურიდიულ საკითხთა კომისია - ლევან ჟორჟოლიანი; ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია - გიორგი ბირბიჩაძე; ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია - რევაზ სოხაძე; სარევიზიო კომისია - რიმა ბერაძე; ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია - ირაკლი ზარქუა; განათლებისა და კულტურის კომისია - თამარ ტალიაშვილი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისია- თედო ისაკაძე; ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია - ოთარ გრიგოლია; გარემოს დაცვის კომისია - ერეკლე კუხიანიძე; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - გიორგი ჩაკვეტაძე; სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია - თინათინ ნიბლოშვილი. დღესვე სხდომაზე დეპუტატებმა კომისიების პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცეს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)