00:36 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 19:18:48, 1703 ნახვა

საზოგადოება
დოდო გუგეშაშვილი: ვაპირებდით, თხოვნით მიგვემართა მთავრობისთვის, რომ ვეტერანებს თავისი სამინისტრო ჰქონოდათ

აფხაზეთის ომის ვეტერანი დოდო გუგეშაშვილი ვეტერანის საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თავდაცვის სამინისტროსთან შესაძლო გაერთიანებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. პრემიერ-მინისტრის მხრიდან ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, თუმცა ვეტერანის საქმეთა სახელმწიფო სამსახურში არ მალავენ, რომ ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობს. დოდო გუგეშაშვილის თქმით, ვეტერანები იმსახურებენ იმას, რომ ცალკე სახელმწიფო სამსახური ჰქონდეთ:

„დადასტურებული არ არის, მაგრამ  ეს  უკვე არის ძალიან სერიოზული უკმაყოფილების ტალღა ჩვენში- ვეტერანებში, ვეტერანულ არასამთავრობო ორგანიზაციებში.  რაც შეეხება თვითონ როგორ მოხდა, რომ სსიპი არის დამოუკიდებელი პრემიერ-მინისტრის განკარგულების ქვეშ, ეს არის თითოეული ვეტერანის, ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციის  დამსახურება. ჩვენ თვეების  მანძილზე ვითხოვდით წინა პერიოდში ამას. გვქონდა ძალიან სერიოზული და მაღალი დონის შეხვედრები, სერიოზული კონფერენციები არაერთგზის და საბოლოო ჯამში მივიღეთ დიდი საჩუქარი  ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც ვეტერანული სამყაროს დიდი თხოვნა  გაითვალისწინა და ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახური გვაქვს დღეს და არა  კანტორა ვეტერანების, როგორც ადრე იყო დეპარტამენტის სახით. გვაქვს თავისი ბიუჯეტით, შტატით, რეგიონებში წარმომადგენლებით და ყველაფრით. ვერავინ დაგვარწმუნებს, ვერ დაგვიდასტურებს, რომ ვეტერანებს საქართველოში არ ეკუთნით თავიანთი განსაკუთრებულად გამორჩეული სამსახური, სახელმწიფო სამსახურის ხაზით.

ჯერ ერთი ოკუპირებულია ჩვენი ორი რეგიონი, მეორე, თვითონ ის მოქმედი  ჯარისკაცები ხვალ, ზეგ ვეტერანები იქნებიან. ანუ, ვეტერანების რიცხვი ისედაც მზარდია და იმის ნაცვლად, რომ ამ განსაკუთრებულად საპატივსაცემო  სოციალურ ფენას უფრო მეტი გაუკეთონ,  თავდაცვის სამინისტროსთან დაქვემდებარება სრულიად მიუღებელია“,-აღნიშნა დოდო გუგეშაშვილმა.

უფრო მეტიც, გუგეშაშვილის განმარტებით, ვეტერანები აპირებდნენ, თხოვნით მიემართათ მთავრობისთვის, რომ ცალკე სამინისტრო ჰქონოდათ:

 „საკმაოდ ბევრი ვეტერანული არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციის ხელმძღვანელი ვარ და ახლახან დიდი შეკრება გავაკეთეთ არასამთავრობო ორგანიზაციების.  ჩემი წინადადება იყო სრულად მხარდაჭერილი ყველა ვეტერანისგან, რომ ჩვენ  თხოვნით უნდა  მიგვემართა მთავრობისთვის, რომ ვეტერანებს ჰქონოდათ თავისი არა სახელმწიფო სამსახური სსიპის სახით, არამედ თავისი სამინისტრო, ისევე როგორც ყველა თავმოყვარე, განვითარებულ ქვეყნებშია, სადაც იციან ვეტერანის პატივისცემა. ჩვენ ვაპირებდით თხოვნის სახით მთავრობისთვის მიმართვას, რომ  განეხილათ, ემსჯელათ და დარწმუნებული ვიყავით, რომ ვეტერანებს ექნებოდათ სამინისტრო მთელი თავისი სტრუქტურული ერთეულებით და რა გამოდის?! თავდაცვის სამინისტროს მიმართ ჩვენი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ ვერ მოვიაზრებთ ჩვენს თავს ვერც ერთ სტრუქტურასთან მიბმულად. ეს არის არა ერთი ნაბიჯი უკან, არამედ 100 ნაბიჯი უკან. ჩემთვის მიუღებელია. ახალი ხელისუფლების- „ქართული ოცნების“ პირობებში ბატონმა ივანიშვილმა ეს საქმე გადაწყვიტა ჩვენდა სასარგებლოდ, ვეტერანების და სასარგებლოდ. გამოდის, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი ბატონი კვირიკაშვილი ასე ხელაღებით სადღაც რომელიღაც კაბინეტში, ვიღაცის თავში მოხარშულ  ჩვენთვის სრულიად მიუღებელ და ვფიქრობ, საქართველოსთვის უნდა იყოს ეს მიუღებელი, გადაწყვეტილებას იღებს. ჩვენ კვირიკაშვილისგან ვითხოვთ მეტ თანადგომას და მეტ სიბრძნეს ამ საკითხთან დაკავშირებით“,-განაცხადა  დოდო გუგეშაშვილმა და დასძინა, რომ ვეტერანის საქმეთა  სამსახურის თავდაცვის სამინისტროსთან დაქვემდებარების შემთხვევაში, იფიქრებენ, რომ „ვეტერანის პრესტიჟსა და დამოუკიდებლობას დაუმსახურებლად ურტყამენ“

„ რაც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გამაოგნებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალ ხელისუფლებას და ეს კარგად გამოიკვეთა ყოველთვის, მხარს ვუჭერთ ჩვენი ვეტერანების გარკვეულწილად დაფასებას, რაც გამოიხატა იმაში, რომ გვაქვს სსიპი, ვეტრანთა სახელმწიფო სამსახურს აქვს  თავისი ბიუჯეტი და არის გარკვეული სიკეთეები. თუმცა, ვინმემ გადაითვალოს და თქვას, ვეტერანს რაში ეყოფა 22 ლარი, ისიც ყველას არ აქვს. რაც სააკაშვლის ხელისუფლების დროს აკადრეს ვეტერანს, 22 ლარი, იგივე დარჩა დღესაც, მაგრამ იმდენი სიკეთე  გაკეთდა, თუნდაც ის, რომ დაღუპულის ოჯახს 1000 ლარიანი დახმარება აქვს, ის, რომ გარდაცვლილ ვეტერანს, ან ომის შემდგომ ამ პერიოდში გარდაცვლილ ვეტერანს  500 ლარი ერთჯერადი დახმარება აქვს, ვეტერანის საქმეთა სახელმწიფო სამსახურს აქვს თავისი ბიუჯეტი, ძალიან მიზანმიმართულად იყნებს იმ კონტიგენტზე, რომელსაც  აუცილებლად სჭირდება წამალი, გამოკვლევა, გვერდში დგომა. გამოდის, რომ ამ ყველაფერს  ყრიან წყალში. უკაცრავად, მაგრამ არავიზე მისაწებებელი ვეტერანი არ არის“,-აღნიშნა დოდო გუგეგაშვილმა.

გუგეშაშვილის განცხადებითვე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ   ბიუჯეტი არ შემცირდება და  მის განკარგვაში სხვა არავინ ჩაერთვება, რომელიმე უწყებასთან დაქვემდებარება მათთვის მიუღებელია. ის პრემიერს თხოვნით მიმართავს, ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოს:

„ვეტერანის ფსიქიკა  განსხვავდება ჩვეულებრივი, გნებავთ საჯარო მოხელის  ფსიქიკისგან,  გნებავთ ბიზნესმენის ფსიქიკისგან, გნებავთ ჩვეულებრივი მოქალაქის ფსიქიკისგან. ვეტერანმა უნდა იგრძნოს თავი გამორჩეულად და პატივცემულად და არა სადმე მიწებებულად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ  ბიუჯეტი არ შემცირდება და განკარგვაში ვინმე სხვა არ ჩაერთვება,  აქ არის ჩვენი პრესტიჟი, იმიჯი, ჩვენი დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ საბედნიეროდ იმ ხელისუფლებამ, რომელსაც მხარს ვუჭერთ,  გაითვალისწინა და დამსახურებულად მოგვანიჭა. გამოდის, რომ იგივე ჩვენს მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება პირდაპირ ჩვენს მტკივნეულ ადგილზე ურტყამს.

ბატონ კვირიკაშვილთან გვაქვს თხოვნა, კიდევ ერთხელ გადახედოს  ამ ყველაფერს, გაითვალისწინოს ეს ყველაფერი და არ გააკეთოს ისე, რომ არაერთგზის გულნატკენ და ზურგში დანაჩაცემულ  ვეტერანებს, კიდევ ერთხელ დანა და ლახვარი ჩაგვცენ ზურგში“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ დოდო გუგეგაშვილმა.

თუ ვეტერანის საქმეთა სახელმწიფო სამსახური თავდაცვის სამინისტროს ნაწილი მაინც გახდება, გუგეშაშვილის თქმით, ვეტერანები ამ ფაქტს  აუცილებლად გააპროტესტებენ.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური თავდაცვის სამინისტროს ნაწილი ხდება (ექსკლუზივი)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics