2017-11-14 17:25:07, 2132 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ თანამდებობა დატოვა.
„ჩემი ინიციატივით, გუშინ მივმართე ქალაქ თბილისის ახალ მერს, ბატონ კახი კალაძეს და პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა“, - განუცხადა თემურ თორდინავამ „რუსთავი 2“-ს.
მისივე თქმით, აღნიშნულ სფეროს ახალი ენერგია, ახალი ინიციატივები და ახალი მიდგომები სჭირდება.
ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს თორდინავა საქმიანობას.
ავტორი: ,