|
2017-11-14 12:48:29, 1754 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: მსოფლიო მედია საუბრობს იმაზე, რომ 8000 წლის წინ ღვინო საქართველოში დაიბადა
„დღეს უკვე მსოფლიო მედია საუბრობს იმაზე, რომ ღვინო არის 8000 წლის და ზუსტად 8000 წლის წინ დაიბადა საქართველოში“,-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ FNAS-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ჩვენ არ შეგვეძლო ხაზგასმით და გადაჭრილად გვესაუბრა იმ სამეცნიერო კვლევების შედეგებზე, რომელიც 2013 წელს დაიწყო ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით და ასოციაცია ქართული ღვინის ინიციატივით განხორციელდა. იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა ასეთი შეთანხმება ამერიკის მეცნიერებათა აკადემიასთან ვიდრე არ გამოქვეყნდებოდა ოფიციალური სამეცნიერო სტატია, ჩვენ ვერ ვისაუბრებდით მასმედიასთან შედეგებზე, თუმცა იცით, რომ წუხელ გამოქვეყნდა ეს სტატია და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს პოპულარული პრესა, მათ შორის National Geographic და სხვა პოპულარული გამოცემები საუბრობს იმაზე, რომ ღვინო არის 8000 წლის და ღვინო ზუსტად 8000 წლის წინ საქართველოში დაიბადა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერული აღმოჩენა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი კულტურის კომუნიკაცია მოვახდინოთ მთელ მსოფლიოში. საქართველო ახლებურად სხვა ჭირილში უფრო მეტად საინტერესოდ ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს და მთელ მსოფლიოს საზოგადოებას“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის,ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და ზოგადად ცივილიზაციის ჩამოყალიბებაზე. ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში PNAS (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამეცნიერი ჟურნალი) გამოაქვეყნდა სტატია სახელწოდებით “Early Neolithic wine of Georgia in the Saouth Caucasus” (საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან) ქართველ მეცნიერებთან ერთად სტატიის ავტორები არიან მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან და ისრაელიდან. სტატიაში საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლადჩატარებული მულტიდისციპლინარული კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.წ. 8000 წლის წინ აყენებდნენ. 2014 წლიდან, ასოციაციის „ქართული ღვინო“ ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“. პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობდნენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის, ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული უნივერსიტეტის თანამშრომლები.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)