23:40 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 09:46:31, 1811 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია გაგარინის N10-ში მდებარე ავარიულ საცხოვრებელ კორპუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები,  საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, დღეს გაგარინის N10-ში მდებარე ავარიულ საცხოვრებელ კორპუსთან იმყოფებოდნენ, სადაც არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შენობის ნაწილი ნგრევის პირას არის, თუმცა გამგეობის მხრიდან მოსახლეობის ქირით გაყვანისა და შენობის დემონტაჟის შესახებ არაერთგზის გაკეთებული შეთავაზების მიუხედავად, მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ შედგა.

„კორპუსში სულ 18 ოჯახი ცხოვრობს და მათი ნაწილი პოტენციურ ინვესტორთან ვერ თანხმდება, ნაწილი კი კორპუსის სანახევრო, ავარიული მხარის დემონტაჟს ითხოვს. დარგის სპეციალისტების მიერ ერთჯერადი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ შენობა სრულ დემონტაჟს საჭიროებს. ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია უკვე მუშაობს შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ საექსპერტო დასკვნაზე. დღესვე ადგილზე იმყოფებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე. გაგარინის N10-ში მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რადგან შენობა საფრთხის შემცველია, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე მესამე პირებისთვისაც. მერიის შესაბამისი სამსახურები საცხოვრებელი კორპუსის დაცლის მოთხოვნით მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს განაგრძობენ. ადგილობრივებს თბილისის მერია შენობის დემონტაჟისა და ახალი კორპუსის მშენებლობის პერიოდში ქირით უზრუნველყოფს“,-ნათქვამია განცხადებაში.

(NS) 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics