23:40 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 15:22:00, 2033 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილეების ვინაობა ცნობილია

თბილისის მერის მოადგილეების ვინაობა უკვე ცნობილია.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო მოადგილეების თანამდებობას მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი დაიკავებენ.  

რაც შეეხება კახა კალაძის კიდევ ერთ მოადგილეს, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება, ილია ელოშვილი თბილისის მერიაში გადაინაცვლებს და მერის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

„მე წარმოვადგინე შვიდ ძირითად პოლიტიკაში ჩაშლილი საარჩევნო პროგრამა - ქალაქის განვითარების ხედვა. სწორედ პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები იქნება ჩვენი ძირითადი სამოქმედო გეგმა. ამ მასშტაბური პროგრამის აღსრულებას, თქვენს მხარდაჭერასთან ერთად, კომპეტენტური და ენერგული ადამიანებით დაკომპლექტებული, ძლიერი გუნდი სჭირდება. ირაკლი ხმალაძე მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ჩემ გვერდით იყო. ის წლების განმავლობაში, ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა, რომელთან ერთადაც ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელდა“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

რაც შეეხება მაია ბითაძეს, კახა კალაძის თქმით, ის წლების განმავლობაში გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე და აღნიშნულ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური კადრი იყო. 

„მაია ბითაძე ჩემს გუნდს წინასაარჩევნოდ შემოუერთდა და ამ მოკლე დროში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სამომავლო გეგმების ფორმირებაში. მინდა მას წარმატება ვუსურვო და მჯერა, რომ ის ქალაქის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერის განცხადებით, ქალაქის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე რჩება გიგა ნიკოლეიშვილი, რომელიც საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად განაგრძობს. 

მერის მოადგილეობის შემდეგ კანდიდატურას - ირაკლი ბენდელიანს კახა კალაძის განცხადებით, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს და ენერგეტიკის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.  

მომდევნო დღეებში საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურები დასახელდება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics