23:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-12 10:59:39, 1885 ნახვა

საზოგადოება
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში თბილისში პროდუქციის შემნახველი მეურნეობა გაფართოვდა

თბილისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პროდუქციის შემნახველი მეურნეობა, - შპს „საქინვესტი“, რომელიც  „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში გაფართოვდა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან მამუკა კვარაცხელიასთან ერთად მოინახულა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „საქინვესტის“ პროდუქციის შემნახველ მეურნეობაში ერთდროულად 2 700 ტონა  პროდუქციის შენახვაა შესაძლებელი.

კომპანიაში 43 ადამიანია დასაქმებული. აღნიშნული საწარმო 2017 წელს გაფართოვდა.

კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ „აწარმოე საქართველოს კომპონენტით“ ისარგებლა.

საწარმოში ჯამურად 1 718 494  ლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 1 700 000 ლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს.

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შ

ექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750 -ზე მეტი მოქმედი და 165 ახალი საწარმო. თბილისში შექმნილია 4 ახალი საწარმო და გაფართოვდა 34 საწარმო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics