23:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 17:36:19, 1798 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

იუსტიციის მინისტრი დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს. 

ფორუმზე მინისტრი სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) პლატფორმაზე საქართველოს წარმატების შესახებ. საქართველოს წარმატება „OGP"-ზე იმით დადასტურდა, რომ ქვეყანას აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა მიმდინარე წლის სექტემბერში გადმოებარა.

„დემოკრატიის გლობალურ ფორუმზე ჩვენ, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე ქვეყანას, გვაქვს პატივი, გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები სხვა ქვეყნებს კიდევ ერთხელ, რომ დღევანდელ მსოფლიოში ოკუპაციის, ომის, კონფლიქტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი მაინც არის ღია და ძლიერი მთავრობა, რადგან ის უსმენს თავის საზოგადოებას. ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ უნდა იბრძოლოს მსოფლიომ იმის წინააღმდეგ, რაც გამოიკვეთა; რომ არის გამოწვევა − ეს გახლავთ უნდობლობა ინსტიტუტებისადმი, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, არასამთავრობო სექტორისადმი, მედიისადმი, ბიზნესსექტორისადმი, რაც ყველა ქვეყანას აწუხებს", − განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს „OGP"-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტებიც გააცნო.

დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი სტრასბურგში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მაღალი პატრონაჟით იმართება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics