|
2017-11-10 15:17:41, 1643 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: „ახალი ტიფლისის“ ფარგლებში აღმაშენებლის გამზირზე 51 ისტორიული შენობა აღდგა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2014-2017 წლების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას პროექტ „ახალი ტფილისის“ შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, 2016 წლის პროექტებს შორის უმნიშვნელოვანესია დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია. მისივე თქმით, პროექტ „ახალი ტფილისის“ მიზანია, თბილისის მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, აღდგენა-რესტავრირება და ეკონომიკის სტიმულირება. მანვე აღნიშნა, რომ პროექტი უზრუნველყოფს მტკვრის ორივე სანაპიროზე დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნა-განვითარებას. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახით 51 ისტორიული შენობა აღდგა, რომელთა შორის 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ქალაქს შეემატა 380 მეტრიანი საფეხმავლო ქუჩა, რომელიც გახდა აქტიური საჯარო სივრცე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, საინტერესო და მიმზიდველი ტურისტებისთვის და საინვესტიციო ჯგუფებისთვის, რაც დედაქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის საწინდარია“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ასევე, განხორციელდა 3 ისტორიული სადარბაზოს აღდგენა-რესტავრაცია, 4 მისამართზე მოეწყო სარეკრეაციო ზონა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მუზეუმსა და მიხეილ შენგელაიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს. „ახალი ტფილისის“ I ეტაპის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 30 მლნ-მდე ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში კი 1 200 - მდე ადამიანი დასაქმდა. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ღვინის აღმართზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. განხორციელდა ზემო კალის რეაბილიტაცია, რომელიც 20-მდე შენობას და 15-მდე ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს მოიცავს. დასრულდა ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნის რეაბილიტაცია, რაც ისტორიულ-კულტურული ძეგლების დროებით გამაგრებას, საინჟინრო კომუნიკაციების აღდგენა-რეაბილიტაციას, გზის სავალი ნაწილის მოწესრიგებას და 14 შენობის პროექტირებას ითვალისწინებს. ასევე, დასრულდა ისტორიული ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის I ეტაპი. აღდგა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა თუმანიანის მეორე ჩიხი N 3-ში მდებარე შენობას, ასევე, განხორციელდა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის აღდგენა-რეაბილიტაცია და ოლიმპიადისთვის მომზადება. (NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)