22:40 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 15:03:30, 1811 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: მიწისქვეშა გადასასვლელების ნაწილში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა და განათების სისტემა შეიცვალა

„თბილისში მშენებარე ყველა ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ენერგოეფექტური იქნება, რაც პატარებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნის და ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს“ - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  3 წლისა და 3 თვის მუშაობის   ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მან  საანგარიშო პერიოდში თბილისის მერიის მიერ  განხორციელებული ენერგოეფექტური პროექტები მიმოიხილა. 

ნარმანიას თქმით,  ამ მიმართულებით აღსანიშნავია თბილისში, ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან,  ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგურების გახსნა. 

„ენერგოეფექტურ პროექტებს შორის ასევე მნიშვნელოვანი დედაქალაქის ენერგოდამზოგავ განათებაზე გადასვლაა. თბილისის რამდენიმე უბანში უკვე დამონტაჟებულია Led სანათები, ჯამში  2 284 ცალი. გარდა იმისა, რომ დიოდური განათება ელექტროენერგიის 60%-70%-იან დანაზოგს იძლევა, მისი განათების ხარისხიც ბევრად მაღალია, ვიდრე დღეს არსებული ნათურებისა.  დიოდური სანათები გარემოსთვის უსაფრთხოა“ - განაცხადა თბილისის მერმა. 

ანგარიშის თანახმად, შპს "თბილსერვის ჯგუფმა" გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ახალი თანამედროვე ტიპის მზის ენერგიაზე მომუშავე Led სანათები დაამონტაჟა.

"დედაქალაქის მასშტაბით, გარე განათების ქსელი მოეწყო იმ უბნებში, სადაც მანამდე არ არსებობდა. მიწისქვეშა გადასასვლელების ნაწილში ჩატარდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და შეიცვალა განათების სისტემა. ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელში მოიხატა კედლები. ჩასასვლელებთან კი დამონტაჟდა მანიშნებელი აბრები.

2016 წელს თბილისი განახლებული ანძით შეხვდა. დამონტაჟებული Led სანათები საშუალებას გვაძლევს ანძა სხვადასხვა ფერში გავანათოთ",-განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისი მსოფლიოს „100 მედეგ ქალაქს“ შორის მოხვდა. პროექტს „100 მედეგი ქალაქი“ როკფელერის ფონდი ახორციელებს და ბენეფიციარებს 21-ე საუკუნის გამოწვევების დაძლევაში ფინანსურად და ტექნიკურად, 1 მლნ აშშ დოლარის გრანტის ფარგლებში ეხმარება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics