21:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 10:44:58, 1491 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: 2014 წლიდან 2017 წლის ბოლომდე 700 ათასზე მეტი ხე-მცენარე დაირგო

ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, სამი წლის განმავლობაში მოეწყო 196 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 463-ს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით, 2014 წლიდან 2017 წლის ბოლომდე დაირგო 700 000-ზე მეტი ხე-მცენარე. მისივე ინფორმაციით, 16 მისამართზე სრულიად ახალი სარწყავი ქსელი მოეწყო, 63 ლოკაციაზე კი, რეაბილიტაცია განხორციელდა.

"შევიძინეთ 12 870 ნაგავშემკრები კონტეინერი და 48 ერთეული მძიმე ტექნიკა. ამასთან, ენერგოეფექტურობის ნაწილში, სხვადასხვა ლოკაციაზე დავამონტაჟეთ 2 284 ცალი ლედ-სანათი და უმნიშვნელოვანესია, რომ განვაახლეთ თბილისის ანძა", - განაცხადა მერმა. 

დავით ნარმანიამ კულტურის სფეროში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, კულტურის ნაწილში, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და მხარდაჭერით განხორციელდა 899 მასშტაბური ღონისძიება, გარდა ამისა, მუზეუმების ეფექტური საქმიანობის და მართვის თანამედროვე სისტემაზე გადასვლის მიზნით, განხორციელდა თბილისის 9 მუზეუმის შერწყმა-გაერთიანება.

რაც შეეხება სპორტს, თბილისის ნარმანიას თქმით, საანგარიშო პერიოდში, ქალაქის მასშტაბით, რაიონული გამგეობების მიერ მოეწყო 36 ახალი სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 441 -ს. დედაქალაქის ყველა რაიონში მოეწყო ფიტნეს ზონები. აშენდა რაგბის სავარჯიშო კომპლექსი და ოლიმპიადის ფარგლებში აშენდა არაერთი ახალი სპორტული ობიექტი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა უკვე არსებულებს, მათ შორის დინამო არენას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics