21:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 17:05:36, 1917 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი NASA-სთან ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა NASA-ს (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო, აშშ) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამეცნიერო ცენტრი NASA-სთან ერთობლივ პროექტს განახორციელებს, რომლის მიზანსაც  კავკასიის რეგიონში მიწის დეგრადაციის შესწავლა წარმოადგენს, ძირითადად ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული გამოსახულებების ანალიზის საფუძველზე.

უწყების ცნობით, გამოყენებული იქნება NASA-ს კუთვნილი თანამგზავრი Landsat და ESA-ს (ევროპის კოსმოსური სააგენტო) უახლესი თანამგზავრი Sentinel 2.

კვლევის დროს, კავკასიის რეგიონისთვის პირველად იქნება გამოყენებული ისტორიული მონაცემები, რომელიც XX საუკუნის 60-70-წლებში  ამერიკული თანამგზავრიდანაა გადაღებული.

აღნიშნული შესაძლებლობას იძლევა  მიწის დეგრადაცია და მიწათსარგებლობის ცვლილება დროის ხანგძლივ მონაკვეთში შეფასდეს.

პროექტის წამყვანი ორგანიზაცია ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტია (აშშ), ხოლო პარტნიორები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი, აშშ), ჰუმბოლტის უნივერსიტეტი (ბერლინი, გერმანია), ტრანსილვანიის უნივერსიტეტი (ბრაშოვი, რუმინეთი), ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ერევნის სახელმწიფო უნივერისტეტი (სომხეთი) და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია (აზერბაიჯანი) არიან.

სამწლიანი პროექტის შედეგები  საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდება, ხოლო საბოლოო პროდუქტი, რუკების სახით, ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის ვებპორტალის საშუალებით იქნება.

(NS) 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics