20:37 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 12:24:50, 2007 ნახვა

საზოგადოება
კახი კალაძემ „თბილსერვის ჯგუფს“ მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება დაავალა

თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ ზოოპარკისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

კახა კალაძე მიწისქვეშა გადასასვლელში „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც დღეიდან, დასუფთავებისა და გადასასვლელების მოწესრიგების სამუშაოების დაწყება სთხოვა.

„მიწისქვეშა გადადასვლელებში არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ძალიან მძიმე ვითარებაა. „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს მინდა ვთხოვო, რომ დღესვე დაიწყოთ სამუშაოების შესრულება - მორეცხვა, ელექტროგაყვანილობა და განათება, რადგან აღარაფერი არსებობს. ყველაფერი, რაც ადრე იყო, დაზიანებულია. შესაბამისად, ეს ყველაფერი მალე უნდა მოვიყვანოთ მწყობრში და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილებაკომფორტულად შეეძლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ქალაქში ზოგიერთი მიწისქვეშა გადასასვლელი გასხვისებული, ან იჯარით არის გაცემული.

„ჩვენ არავის საკუთრებას არ ვეხებით, თუმცა მინდა გთხოვოთ, რომ ერთიანი სტარდარტი იქნეს შემუშავებული და ათი დღის განმავლობაში,სრული სურათი წარმოადგინოთ. ყველა ადამიანმა, მესაკუთრემ თუ ვისაც იჯარით აქვს გაცემული მიწისქვეშა გადასასვლელი, კეთილი უნდა ინებონ და ერთიან სტანდარტში უნდა მოიყვანონ არსებული მდგომარეობა. ბევრ კონკრეტულ ადგილზე მძიმე მდგომარეობაა და ეს ძალიან სწრაფადუნდა მოვაგვაროთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, არჩეულმა მერმა ახალგაზრდებს მიმართა და მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვასთან დაკავშირებით, მათი ნიჭის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

„ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს და ალბათ შევიმუშავებთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც ზოგადად, გვირაბების მოხატვას ეხება. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც მიწისქვეშა გადასასვლელებზესრული სურათი გვექნება, ახალგაზრდებს კონკრეტულ ადგილებსშევთავაზებთ, სადაც გვირაბების მოხატვა უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა ახლადარჩეულმა მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული ინფრასტრუქტურა დააზიანეს, რასაც მომავალში კონტროლს გაუწევენ. შესაბამისად,კახა კალაძემ „თბილსერვისის“ ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას მიმართა, სამუშაოების განხორციელების დროს დროებითი პატრულირება გამოიყენონ.

„იყო გაკეთებული ეს ყველაფერი, თუმცა დაანგრიეს, გატეხეს, კამერები დააზიანეს და ა.შ. ამიტომ, გავაკეთოთ დროებითი პატრულირება. თუ დაგჭირდებათ გამოიყენეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ყველაფერშიდაგეხმარებათ, რადგან სანამ კამერების დამონტაჟებას დაიწყებთ, მოქალაქეები, რომლებიც ამას აკეთებენ, არ შემოვიდნენ და იგივე არ გაიმეორონ“, -  მიმართა კახა კალაძემ ლევან ჯღარკავას.

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics