20:37 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 12:19:25, 2030 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მხატვართა საგამოფენო დარბაზში დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა მოეწყო

საქართველოს მხატვართა საგამოფენო დარბაზში თანამედროვე მხატვრის, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარის დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე  წარმოდგენილი იყო 45 ფერწერული ტილო, რომელიც  ხელოვანის 45 წლის საიუბილეო თარიღს უკავშირდებოდა.

გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთაგანსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, საქართველოსა და აფხაზეთის მხატვართა კავშირების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დავით ბაძაღუა აფხაზეთიდანაა და მისი ნამუშევრების უმეტესობა აფხაზეთის თემატიკას ეხება. აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანის შემოქმედება აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით.  მისი ნამუშევრები ინახება ამერიკისა და ევროპის  ქვეყნების კერძო კოლექციებში. მას ხშირად იწვევენ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics