20:37 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 12:12:31, 1707 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ლიგა დასრულდა!

4-5 ნოემბერს „ ავაზასა“ და „მარაკანას“ სტადიონებმა „მოყვარულთა ლიგა 2017“-ის დასკვნით  ტურებს უმასპინძლა.

ვინაიდან, უმაღლეს ლიგაში ჩემპიონის ვინაობა უკვე გარკვეული იყო (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი „სეუ“), დარჩენილ თამაშებს ფორმალური ხასიათი ჰქონდა. “ნახალოვკამ“ „ვაზისუბნანს“ სძლია (4:2) და სეზონი ამ გამარჯვებით მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. თავისი შეხვედრა მოიგო „35-ე თბილისმა“, რომელმაც სანახაობრივ და უხვგოლინიან თამაშში, მეტოქე „კვარტალი“ 8:4 დაამარცხა. ამ გამარჯვებით „35-ე თბილისმა“  ერთი საფეხურით წინ გადაინაცვლა.

რაც შეეხება პირველ ლიგას, აქაც გაირკვა ჩემპიონის ვინაობა. გამარჯვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოყვარულო გუნდი გახდა. მომავალი სეზონიდან „თ.ს. სასამართლო„ უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს. მეორე გუნდი, რომელმაც უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, სამოყვარულო გუნდი „დადიანია“,  რომელმაც სეზონი მეორე ადგილით დაასრულა. პირველ ლიგაში გარკვეულია იმ ოთხი  გუნდის ვინაობა, რომელიც ერთმანეთს ფლეი-ოფში შეხვდება. „გლდანი“ დაუპირისპირდება „ბასიანს“, ხოლო „პლატინუმი“ გამარჯვებულის ვინაობას „არისტორკატებთან“ გაარკვევს. „ქომაგები“, რომელმაც ცხრილის სათავეში მყოფ ორივე გუნდს მოუგო, სამწუხაროდ ფლეი-ოფის ზღვარს მიღმა დარჩა. მათ ბოლო ტურში „დადიანი“ 3 ბურთის სხვაობით (5:2) დაამარცხეს. სხვა თამაშების შედეგები კი ასეთია: „ინტექსი“ 2:2 „ბასა“,  „ბასიანი“ 1:1“ არისტოკრატები“ , „ტაბახმელა“ 1:0 „ტც მილანი“,  „გლდანი“ 8:1 „კახორი“,  „პლატინუმი“ 3:0 „თბილისი სითი“ , „თ.ს სასამართლო“ 3:0“ ლოკომოტივი“  „დანილენდი“ 3:4 „თ.ს აკადემია“.

თბილისის ლიგის ოფიციალური პარტნიორები და ფინანსური მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მერია; განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“.

 ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიოსპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics