20:37 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 15:08:30, 1751 ნახვა

საზოგადოება
„გამჭვირვალობა“ - 2014-2017 წლებში, ზუგდიდის საკრებულოში პრემიისა და დანამატის სახით 444 479 ლარი გაიცა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, "ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღმასრულებელ ორგანოზე და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა".

"გამჭვირვალობის" კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში პრემიისა და დანამატის სახით ჯამში 444 479 ლარი გაიცა.

"საკრებულოს მიერ მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა კონტროლი უმეტეს შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ მიიღო დადგენილება პრემიის გაცემის წესის შესახებ, იგი  არაერთხარვეზს შეიცავს და იძლევა პრემია/დანამატის დაუსაბუთებლად გაცემის შესაძლებლობას, შესაბამისად პრემია/დანამატები უმეტეს შემთხვევაში გაიცემოდა არა რაიმე სახის კონკრეტული დამსახურებისათვის, არამედ კვარტალურად და დღესასწაულებზე.

საანგარიშო პერიოდში ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ჩატარებულ სხდომათა (196) თითქმის 42% რიგგარეშე სხდომებზე მოდის, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ 696 სამართლებრივი აქტი მიიღო, რომელთაგან 551 აქტის ინიციატორი ქალაქ ზუგდიდის მერია, 155 აქტის ინიციატორი კი თავად საკრებულო იყო. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს შემთხვევაშიც პრობლემატურია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის არასრულად შევსება, სულ ასეთი ორი ფაქტი გამოვლინდა, კერძოდ - ბიზნესთან კავშირი აქვს ლევან კონჯარიასა (ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე) და თენგიზ ხარჩილავას (საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმდჯომარე), ასევე ორივე შემთხვევაში ბიზნესინტერესები არ არის დეკლარაციაში ასახული", - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

ცნობისთვის, კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2014 წლის ივლისიდან 2017 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით დროის მონაკვეთს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics